воскресенье, 17 мая 2015 г.

დღე მეცხრე:
ეს დღე დავიწყეთ ჩვენი პროექტების გადამოწმებით თუ რამდენად ზედმიწევნით გვქონდა გაკეთებული. დრაივზე დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდეები, შევასწორეთ და დავალაგეთ. რაც ზედმეტი იყო წავშალეთ.
გავიხსენეთ და გავიმეორეთ რა გავაკეთეთ პირველი დღიდან დღემდე.
     -ელვირა სადირინას პროექტის გაცნობა: ფიზიკის პედაგოგი
თემა:ბგერა ჩვენს გარშემო. მიზანი როგორია ხმაურის დონე ჩვენს ირგვლივ
როგორ აღიქვავს ადამიანი ბგერებს გარემოდან.
რაზე არის დამოკიდებული ბგერის გავრცელება გარემოში,
ინფორმაცია ცხოველების და ადამიენების მიერ ბგერების აღქმის  შესახებ,
რა გავლენას ახდენს ბგერები ზოგადად სმენაზე და ნერვულ სისტემაზე, რა ზიანის მოტანა შეუძლია მავნე ბგერებს ორგანიზმისათვის და რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად.
      -ინგა გიორგობიანის პროექტის გაცნობა: რუსული ენის პედაგოგი
თემა: ეროვნული პროდუქტი რუსულ ბაზარზე
პროექტი იკვლევს როგორ უნდა მოხდეს ქართული პროდუქტის გატანა რუსეთის ბაზარზე. თუ როგორ უნდა მოახდინოს გლეხმა მალფუჭებადი პროდუქტის მომხმარებლამდე საღად მიიტანოს.
მოყვანილია მეთოდები ხილის დახარისხების, შეფუთვის,ტრანსპორტირების და რაც მავარია ბუკლეტების შექმნა ენის ბარიერის დასაძლევად.
   
 -მინა სუხაშვილი: ბიოლოგიის პედაგოგი
თემა: ბაქტერიები და ვირუსები


      -მარინე ქვათაძე: ხელოვნების პედაგოგი
თემა: ძველი და ახალი თბილისი
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა დთვალიერონ და შეისწავლონ ძველი და ახალი თბილისის ძეგლები და ღირსშესანიშნავი ადგილები. მოსწავლეები მოიძიებენ ძველი და ახალი თბილისის სურათებს და ვიდეოებს.

      -მადლენა მანუკიანი ბიოლოგიის პედაგოგი
თემა: ხუდადოვის ტყის გამწვანება და რეკრიაციული ზონია აღდგენა.
გარკვეული ტერიტორიის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მნიშვნელობა დედაქალაქისათვის. მოწვეული სტუმრები და ასამთავრებო ორგანიზაციების თანადგომით განახორციელეს წიწვოვანი ხეების ტესლებია გაღივება და ნერგების ტყეში გადატანა.

        -ლელა ინასარიძე: ისტორიის პედაგოგი
თემა: პოლიტიკური ტერორიზმის სათავეებთან (ასასინები)
თემის მიზანია როგორ შევეწყოთ ერთმანეთს მიუხედავად მრავალეროვნულობისა და მრავალსარწმუნუებებისა. იქმნება სპეციალური ბლოგი რომელის პროდუქტია

      -ლალი მიქელაძე: მუსიკის პედაგოგი
თემა: მუსიკალური ჟანრები. მოსწავლეების მიერ ხდება მოძიება მივიწყებული ჟანრების. მათი ვიდეიოების და სლაიდშოუების და ახდედენ მოძიებული მასალების პოპულირიზაციას.

       -ეკატერინე ნაროუშვილი: ისტორიის პედაგოგი
თემა: რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მიწას?
ეს თემა გლობალური პრობლემაა რადგან ბევრი ერი ცდილობს შეინარჩუნოს ეროვნულობა გლობალიზაციის პროცესში. მთავარია გლეხმა არ შეწყვიტოს მიწაზე მუშაობა. 10-11 წლის ასაკში მნიშვნელოვანია მოხდეს ამ თემის პოპულირიზაცია, რადგან ეს ყველაზე კარგი დროა მომავალ შაობაში ამ თემის შემდგომი გაღვივებისათვის მომავალში.

       -თეონა არველაძე; ქართულის პედაგოგი
თემა: მონადირის გასამართლება (შვლის ნუკრის ნაამბობიდან)
თემის მიზანია მოსწავლეებში სამართლიანობის გრძნობის გაღვივება. ძლიერისგან სუტის არ დაჩაგვრა, გარემოს დაცვა და ზრუნვა გარემოზე. ნაკრძალების გაცნობა დათვალიერება და სტუმრების მოწვევა.

      -მადონა ნიკოლაიშვილი: მათემატიკის პედაგოგი
თემა: ოქროს კვეთა სრულყოფილი სამყაროს ნიშანი. ოქროსკვეტის ნიმუშების გაცნობა, მოძიება და წარმოდგენა. ამის მიხედვით ბუკლეტისა და პრეზენტაციების წარმოდგენა.

     -ნათია დიდბერიძე: ინფორმატიკის პედაგოგი
თემა:თანამედროვე ტექნოლოგიები
როგორ გავამარტივოთ ცხოვრება თანამედროვე ტექნოლოგიებით. მოსწავლეები იკვლევენ თუ რა როლი უჭირავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ჩვეწნს ცხოვრებაში. მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბიკლეტები შეიქმნა დროის სწორი განაწილებისათვის რადგან ეს ტექნოლოგიები იყოს სასარგებლო ადამიანებისათვის.


       P. S.  ყველა პროექტი მომეწონა, რადგან წარმოდგენილი პროექტები ძალიან აქტუალური და საინტერესო იყო.



пятница, 15 мая 2015 г.

დღე მერვე:
რეფლექსიებზე დავწერეთ კომენტარები და ვუპასუხეთ კომენტარებს,
ჩვენს პროცედურებს გადავხედეთ და შევამოწმეთ პორთფოლიოს რუბრიკისა და პროექტის გეგმის ჩეკლისტის საშუალებით,
მეშვიდე მოდულში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,
ვისწავლეთ გუგლფორმების შექმნა, შევქმენით კითხავარები და მოვათავსეთ ჩვენს ბლოგზე, შევავსეთ კითხვარი და შევინახეთ ჩვენს დრაივზე, კითხვარზე პასუხები მოგვივიდა დრაივზე ელექტრონული ცხრილის სახით, შევქმენით ახალი საქაღალდე დრაივზე ანუ ვებგვერდის სახით დავდეთ კითხვარის მისამართი.

четверг, 14 мая 2015 г.

დღე მეშვიდე: განვიხილეთ ერთმანეთის პროცედურები, მივიღეთ თრენერისაგან მითითებები პროექტის შესახებ, შევქმენით მოსწავლის თვითშეფასების ფორმა, დავამზადეთ ხარაჩო, ბლოგზე შევქმენით გვერდები და ავტვირთეთ პორტფოლიო.

суббота, 9 мая 2015 г.



მეხუთე დღე:
ყველაზე საუკეთესო გაკვეთილი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან უფრო კარგად ვიმუშავე და კმაყოფილი ვარ ჩემი თავის.
ჩვენი პროექტების გეგმები გავუზიარეთ ერთმანეთს.
ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება და პასუხის გაცემა კომენტარზე.
შევქმენით გამოყენებული ლიტერეტურის სია, სადაც შევიტანეთ მოძიებული მასალების მისამართები.შევიტანეთ მოძიებული მასალების მისამართები.
გადმოვიწერეთ სურათები და მასალები მოსწავლის ნაშრომის შესაქმნელად.
წარმოვიდგინეთ ჩვენი თავი მოსწავლის ადგილას და შევქმენით მოსწავლის ნაშრომი.
































пятница, 8 мая 2015 г.

დღე მეექვსე:
დღეს ჩვენ წინა მეცადინეობაზე შექმნილი მოსწავლის ნიმუში ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე. 
ვნახეთ მეგობრების პრეზენტაციები და გავუკეთეთ კომენტარები. ვუპასუხეთ  ჩვენს ბლოგზე ნამუშევრებზე გაკეთებილ კომენტარებს. შევქმენით შეფასების რუბრიკები ინდიკატორების გამოყენებით. ვისწავლეთ მონაცემების ჩასმა დრაივში.

пятница, 1 мая 2015 г.

დღე მეოთხე:
ისე არ დავღლილვარ, როგრც წინა თრენინგზე.  ხალისით ვიმუშავე. გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს და შევიმუშავეთ შეფასების გეგმა. მოსწავლეთა საჭიროებების
.შესაფასებლად შევქმენით დიაგრამა: ვფიცი: მინდა ვიცოდე: ვისწავლე.                                            

четверг, 30 апреля 2015 г.

დღე მესამე:
გადავხედეთ ჩვენს გეგმაში ინდიკატორებს, სტანდარტებს.თითოეული ინდიკატორისათვის ჩამოვწერეთ მიზნები. შევარჩიეთ მაღალი სააზროვნო კითხვები. რაშიც დაგვეხმარა ბლუმის ტაქსონომიის უნარები. მოძიებული და დამუშავებული ნაშრომები შევინახეთ და გადავიტანეთ დრაივზე,რაც გაგვიადვილებს შემდგომში მუშაობას. თუმცა ვთვლი რომ ჯერ არ ვარ კარგად გარკვეული ყველაფერში :)